თავშესაფრის ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა განაცხადის უარყოფას გამოიწვევს

USCIS-ის ახალი წესებით, ვინც ყოველწლიურ 100-დოლარიან საფასურს შეტყობინებიდან 30 დღეში არ გადაიხდის, თავშესაფრის საქმე უარყოფილი ექნება, სტატუსის არმქონეთა მიმართ კი დეპორტაციის პროცესი დაიწყება.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) გამოაქვეყნა განმარტება ე.წ. ყოველწლიური თავშესაფრის საფასურის (Annual Asylum Fee) გადაუხდელობის შედეგებზე. 2025 წლის 4 ივლისს მიღებული კანონით (H.R. 1), თავშესაფრის მომლოდინე განმცხადებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად 100 დოლარი გადაიხადონ, სანამ მათი საქმე განხილვის პროცესშია. 2026 წლის 29 მაისიდან ამოქმედებული წესებით, თუ განმცხადებელი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში საფასურს არ გადაიხდის, USCIS მის თავშესაფრის განაცხადს უარყოფს. უფრო მეტიც — თუ პირს აშშ-ში ლეგალური სტატუსი არ აქვს, უწყება მის მიმართ დეპორტაციის პროცედურასაც დაიწყებს. ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათასობით ქართველისთვის, რომელთა თავშესაფრის საქმეები ამჟამად განიხილება. იურისტები ურჩევენ განმცხადებლებს, რეგულარულად შეამოწმონ USCIS-ის შეტყობინებები, დროულად განაახლონ საცხოვრებელი მისამართი უწყების სისტემაში და საფასური დაუყოვნებლივ გადაიხადონ, რათა წლების განმავლობაში ნალოდინები საქმე ერთი გამოტოვებული გადახდის გამო არ ჩაიშალოს. წყარო: USCIS
სხვა სიახლეები
ამერიკააშშ-ის სენატი რუსული ენერგიის მსხვილი მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ორპარტიული შეთანხმებით სენატორები პრეზიდენტ ტრამპს რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევენ.
28 ივლ
ამერიკატრამპმა თეთრ სახლში ზელენსკის და ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან დახურული შეხვედრები გამართა, სადაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავდნენ.
28 ივლ