ეუთოს ასამბლეის კომიტეტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს, რომლის ავტორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. დოკუმენტში საუბარია 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების პროცესში სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხელშეშლაზე. რეზოლუცია ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და სასამართლო და საარჩევნო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ. საერთაშორისო საზოგადოებას კი საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგისკენ. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
ამერიკააშშ-ის სენატი რუსული ენერგიის მსხვილი მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ორპარტიული შეთანხმებით სენატორები პრეზიდენტ ტრამპს რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევენ.
28 ივლ
ამერიკატრამპმა თეთრ სახლში ზელენსკის და ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან დახურული შეხვედრები გამართა, სადაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავდნენ.
28 ივლ