უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა

„გაზპრომის“ ერთ-ერთმა მსხვილმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რუსეთის ნავთობგადამუშავების მოცულობა კი 21 წლის მინიმუმამდე დაეცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავათის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა. დაზიანდა საწარმოს ორივე ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი, აღდგენას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება. ეს 2026 წელს ამ მასშტაბის პირველი ობიექტია, რომელიც უკრაინულმა დრონებმა მიზანში ამოიღეს. დარტყმების ფონზე რუსეთის ნავთობგადამუშავების მოცულობა 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს — დღეში 3.91 მილიონ ბარელს მიაღწია. რიგ რეგიონსა და ყირიმში საწვავის დეფიციტი დაფიქსირდა. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
საქართველოგორში მთვრალ მძღოლს, რომელმაც დედა-შვილი დააღუპა, ბრალი წარედგინა
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მძღოლს, რომელმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გორში ფეხით მოსიარულე დედა-შვილი იმსხვერპლა.
3 სთ
პოლიტიკამაჭავარიანი: საქართველო ევროკავშირს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ მას
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი საბოლოოდ იძულებული გახდება, თბილისთან მოლაპარაკება დაიწყოს.
5 სთ