შტორმის დროს კაპროვანთან ზღვაში მამაკაცი დაიღუპა

24 ივლისს საღამოს კაპროვანთან, ღელვის პირობებში ზღვაში მყოფი ორი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
24 ივლისს, დაახლოებით 21:14 საათზე, კაპროვანთან ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ღელვის გამო სანაპიროზე წითელი, საშიშროების მანიშნებელი დროშები იყო აღმართული, რაც წყალში შესვლას კრძალავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა სპეციალური სკუტერის დახმარებით წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი გადაარჩინეს, მეორე კი გარდაცვლილი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცავები გარემოებებს არკვევენ. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
პოლიტიკაექიმ გიორგი ახობაძეს 25 დღით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ექიმსა და აქციების მონაწილეს ფეისბუქზე დატოვებული კომენტარისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
10 სთ
პოლიტიკალატვიის საგარეო უწყება: რუსეთს შენობების დანგრევა შეუძლია, უკრაინის ნების არა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ლატვიის საკონსულოს დაბომბვის შემდეგ ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელება დაადასტურა.
11 სთ