ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთი ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს

პრეზიდენტ ნაუსედას თქმით, სადაზვერვო სამსახურებმა ბალტიისპირეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმის სიგნალები მიიღეს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა ინფორმაცია მიიღეს რუსეთის შესაძლო მოქმედებების შესახებ ბალტიისპირეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. პრეზიდენტის თქმით, მიღებული მონაცემები კონკრეტულ ადგილსა თუ დროს არ ასახელებს, თუმცა საფრთხე შესაძლოა რეგიონის ენერგოსისტემასა და კონტინენტურ ევროპასთან დამაკავშირებელ კვანძებს ეხებოდეს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლიეტუვამ თავდაცვის დაფინანსება რამდენჯერმე გაზარდა. მსგავსი გაფრთხილება ადრე პოლონეთმაც გააკეთა. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
საქართველოგორში მთვრალ მძღოლს, რომელმაც დედა-შვილი დააღუპა, ბრალი წარედგინა
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მძღოლს, რომელმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გორში ფეხით მოსიარულე დედა-შვილი იმსხვერპლა.
3 სთ
ბიზნესიუკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა
„გაზპრომის“ ერთ-ერთმა მსხვილმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რუსეთის ნავთობგადამუშავების მოცულობა კი 21 წლის მინიმუმამდე დაეცა.
4 სთ