ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო — ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების მოწოდებით

ევროპელ ლიბერალთა ალიანსმა (ALDE) კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: დოკუმენტი ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლაში ადანაშაულებს, ევროკავშირს კი მოუწოდებს, ქართველი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს.
ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) კონგრესმა 4 ივლისს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა პანელური დისკუსია, რომელზეც სცენაზე საქართველოს დროშით შემკული ცარიელი სკამი იდგა — პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას სიმბოლურად. მონაწილეებმა მისი წერილიც მოისმინეს, რომელიც ციხიდან იყო გამოგზავნილი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში „კრემლის უკანასკნელ საყრდენად“ აქცევს, თუმცა დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს ხელისუფლებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის — ხალხის ევროპული არჩევანი ურყევი რჩება. ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, კრიზისის მიუხედავად შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ქართველი მოქალაქეებისთვის, ხოლო დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ პერსონალური სანქციები დააწესოს. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
ამერიკააშშ-ის სენატი რუსული ენერგიის მსხვილი მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ორპარტიული შეთანხმებით სენატორები პრეზიდენტ ტრამპს რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევენ.
28 ივლ
ამერიკატრამპმა თეთრ სახლში ზელენსკის და ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან დახურული შეხვედრები გამართა, სადაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავდნენ.
28 ივლ