გორში მთვრალ მძღოლს, რომელმაც დედა-შვილი დააღუპა, ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მძღოლს, რომელმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გორში ფეხით მოსიარულე დედა-შვილი იმსხვერპლა.
გამომძიებლების ინფორმაციით, გორში მომხდარი მძიმე საგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდება წარედგინა მძღოლს, რომელიც ავტომობილის მართვის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა — მანქანა ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმებით ისინი გარდაიცვალნენ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკვალიფიცირდა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
ბიზნესიუკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა
„გაზპრომის“ ერთ-ერთმა მსხვილმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რუსეთის ნავთობგადამუშავების მოცულობა კი 21 წლის მინიმუმამდე დაეცა.
4 სთ
პოლიტიკამაჭავარიანი: საქართველო ევროკავშირს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ მას
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი საბოლოოდ იძულებული გახდება, თბილისთან მოლაპარაკება დაიწყოს.
5 სთ