ანაკლიის პორტი „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ლენდლორდის“ მოდელით განვითარდება, სადაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მფლობელი რჩება, კერძო ოპერატორები კი ტერმინალებში ინვესტიციას ჩადებენ.
ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ახალი მოდელი შეარჩია. ე.წ. „ლენდლორდის“ სქემით სახელმწიფო ინარჩუნებს საბაზისო საზღვაო ინფრასტრუქტურის მფლობელობასა და მართვას, ტერმინალების განვითარებას კი კერძო ინვესტორები უზრუნველყოფენ. მინისტრის თქმით, ეს მიდგომა პორტის განვითარების საშუალებას იძლევა არა ერთი, არამედ რამდენიმე პარტნიორთან ერთდროულად. ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება შუა დერეფნის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო დააფინანსებს საავტომობილო და სარკინიგზო მისასვლელ ინფრასტრუქტურას, კონტეინერული და ნაყარი ტვირთის ტერმინალებში კი კერძო კაპიტალი ჩაიდება. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
ამერიკააშშ-ის სენატი რუსული ენერგიის მსხვილი მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ორპარტიული შეთანხმებით სენატორები პრეზიდენტ ტრამპს რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევენ.
28 ივლ
ამერიკატრამპმა თეთრ სახლში ზელენსკის და ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან დახურული შეხვედრები გამართა, სადაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავდნენ.
28 ივლ