Reuters: რუსეთი საწვავის კრიზისის ფონზე იაპონიიდან იმპორტს გეგმავს

უკრაინის დრონების დარტყმების შედეგად რუსეთი ავიასაწვავის დეფიციტს განიცდის და შუამავალი კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან სულ მცირე 200 000 ბარელის შემოტანას აპირებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს შუამავალი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით — სულ მცირე 200 000 ბარელის ოდენობით. მიწოდების ჯაჭვი იაპონიის ჩიბას პორტიდან იწყება, ტვირთი კი სამხრეთ კორეასთან გემიდან გემზე გადატვირთვით გადაადგილდება, რაც საბოლოო დანიშნულების ადგილის დამალვას ემსახურება. რუსეთში საწვავის მასშტაბური კრიზისია, რასაც უკრაინის დრონების დარტყმები უწყობს ხელს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე. ქვეყანაში საწვავის შესყიდვებზე შეზღუდვები მოქმედებს. 16-22 ივნისის მონაცემებით, ბენზინის ფასი 3%-ით, დიზელის კი 2.7%-ით გაიზარდა. რუსი ფერმერები შიშობენ, რომ საწვავის დეფიციტის გამო მოსავლის აღებას ვერ შეძლებენ. წყარო: Formula News
სხვა სიახლეები
ამერიკააშშ-ის სენატი რუსული ენერგიის მსხვილი მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ორპარტიული შეთანხმებით სენატორები პრეზიდენტ ტრამპს რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი შემსყიდველების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევენ.
28 ივლ
ამერიკატრამპმა თეთრ სახლში ზელენსკის და ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან დახურული შეხვედრები გამართა, სადაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავდნენ.
28 ივლ