მლკითხვები
მარიამ ლომიძე
27 ივნ
ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა — რა საბუთები სჭირდება?
შვილი სექტემბრიდან უნდა შევიყვანო სკოლაში ფილადელფიაში. სტატუსი ჯერ არ გვაქვს — ხომ არ იქნება პრობლემა? რა საბუთებს ითხოვენ?
3
შვილი სექტემბრიდან უნდა შევიყვანო სკოლაში ფილადელფიაში. სტატუსი ჯერ არ გვაქვს — ხომ არ იქნება პრობლემა? რა საბუთებს ითხოვენ?
საჯარო სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა ბავშვი სტატუსის მიუხედავად — ეს კანონია (Plyler v. Doe). სტატუსს ვერც კი გკითხავენ.
დაგჭირდება: მისამართის დადასტურება (ქირის ხელშეკრულება ან კომუნალური), დაბადების მოწმობა (თარგმანით) და აცრების ბარათი. აცრები აქაურ პედიატრთან გადაამოწმებინე.
სკოლას ELL/ESL პროგრამაც ჰკითხე — ბავშვს ინგლისურში ცალკე დაეხმარებიან. ჩემი დისშვილი ნახევარ წელში ალაპარაკდა თავისუფლად 😊