მლკითხვები
მარიამ ლომიძე
5 ივლ
Green Card ლატარეა (DV-2027) — როდის და როგორ დავრეგისტრირდე?
ნათესავები მეკითხებიან საქართველოდან. ვინმემ ზუსტად იცის როდის იწყება რეგისტრაცია და რა სჭირდება? და რომელი საიტია ოფიციალური?
4
ნათესავები მეკითხებიან საქართველოდან. ვინმემ ზუსტად იცის როდის იწყება რეგისტრაცია და რა სჭირდება? და რომელი საიტია ოფიციალური?
რეგისტრაცია ჩვეულებრივ ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და ნოემბრის დასაწყისამდე გრძელდება. ერთადერთი ოფიციალური საიტია dvprogram.state.gov — რეგისტრაცია უფასოა!
ფოტო ყველაზე ხშირი პრობლემაა — ბოლო 6 თვის უნდა იყოს და ზუსტად სტანდარტით. საიტზევე არის photo checker.
და ფრთხილად „აგენტებთან" — ვინც ფულს გთხოვთ რეგისტრაციაში, თაღლითია. confirmation number აუცილებლად შეინახეთ, შედეგს მხოლოდ იმით ამოწმებთ.
ცოლ-ქმარმა ორივემ ცალ-ცალკე შეიტანეთ — შანსი ორმაგდება, მოგებისას მეორეც ავტომატურად მიდის.